ვერის პარკის რეაბილიტაცია 2025 წელს დაიწყება - შეეცვლება თუ არა ფუნქცია ჭადრაკის სასახლეს (+ფოტო)

ვერის პარკის რეაბილიტაცია მომდევნო წელს დაიწყება - როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ტოგონიძემ ისაუბრა, სრულად შეიცვლება ინფრასტრუქტურა, ხოლო პარკში არსებული შადრევნისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია მოხდება.

veris5-1721382156-1729603008.jpg

„დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი, რომლის გეგმარებაც არ იცვლება. აღდგება იქ არსებული ორი ფანჩატური და სრულად განახლდება გადასახედი, რომელიც წლებია არსებობს. მოეწყობა საბავშვო სივრცეები და სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა.

veris2-1721382154-1729602990.jpg

რაც შეეხება შადრევანს ვერის პარკში, მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება. ჭადრაკის სასახლის სრული რეაბილიტაცია კი მომავალი წლის თებერვალში ან მარტში დაიწყება, რომელსაც დამოუკიდებლად თბილისის მუნიციპალიტეტის ფონდი განახორციელებს. სასახლეს ფუნქცია არ შეეცვლება“, - აღნიშნა პაატა ტოგონიძემ.

veris6-1721382156-1729603033.jpg

იხილეთ ასევე: როგორი იქნება და რამდენი დაიხარჯება ვერის პარკის რეაბილიტაციაზე (+ფოტო)

ეკა დარჩიაშვილი