ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways -მა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ფრენების შემცირების მიზეზი მგზავრთა ნაკადის შემცირებაა.
Georgian Airways-ის ინფორმაციით, მოსკოვის მიმართულებით რეისები 1 თებერვლიდან შემცირდება.
საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით ფრენას ოთხი ავიაკომპანია ახორციელებს. აქედან 34% კომპანია Georgian Airways-ზე მოდის.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე