"მაკდონალდსი" საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აქციას იწყებს.
აქციის ფარგლებში, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ბავშვებისთვის განკუთვნილ „ჰეფი მილში“ სათამაშოების ნაცვლად, პატარებს ილუსტრირებულ წიგნებს დაურიგებს.
„მაკდონალდსი“ პატარებს 4 წიგნს შესთავაზებს, აქედან 3 თემატურად ვალენტინობის დღეს უკავშირდება. აქცია 15 თებერვლამდე გაგრძელდება.
„მაკდონალდსი“ მსგავს აქციას უკვე მესამედ ატარებს. საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილია 50 მილიონი წიგნის დარიგება.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე