ამერიკული კომპანია Citygroup-ის ეკონომისტთა პროგნოზით, მსოფლიოში ბაზრების რამდენიმეწლიანი სიმშვიდისა და სტაბილური ზრდის შემდეგ, გლობალური რეცესიის საფრთხე სულ უფრო მატულობს.
„ჩვენი აზრით, გლობალური ზრდა საკმაოდ რთულ ვითარებაშია, 2-3-წლიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ“, - ნათქვამია Citygroup-ის ეკონომისტთა განცხადებაში.
ეკონომისტები ასევე აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ეკონომიკის შესუსტება ჩინეთის ეკონომიკის შენელებასა და ჩინური ვალუტის არასტაბილურობას უკავშირდება, ასევე არსებულ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას“.
ამასთან ერთად, Citygroup-ის ეკონომისტებმა 1,6%-მდე შეამცირეს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზი, რომელიც კომპანიის 2015 წლის იანვრის მონაცემებით, 2,4% უნდა ყოფილიყო. Citygroup არ გამორიცხავს, რომ 2016 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაიწევს.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე