მილიარდერები, რომელთაც სიმდიდრე სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდათ

დიდძალი ქონება და კავშირები ზოგიერთ მილიარდერს სამუდამო პატიმრობად, ზოგიერთს კი სოცოცხლის ფასად დაუჯდა.

ლიუ ჰანი

2000 წლიდან მოყოელბული ჩინეთში 10 ათასამდე ბიზნესმენი და ჩინოვნიკი კორუფციის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს, 120 ათასს კი 10-დან 20 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი.

მილიონერი ლიუ ჰანის სასამართლო პროცესი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროცესი იყო. ბიზნესმენი პოლიციამ 2014 წლის მარტში დააკავა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი დანაშაულებრივი ბანდის ლიდერი იყო, რომელიც დაკავებული იყო არალეგალური კაზინოთი, იარაღით ვაჭრობითა და მკვლელობით. სასამართლომ ბიზნესმენი 13 ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. უმსხვილესი სამთომომპოვებელი კომპანიის Hanlong Group-ის დანფუძნებელი სიკვდილით დასაჯეს.

მუსტაფა

2008 წელს ქაიროში ეგვიპტელ მილიონერსა და დეპუტატს, მუსტაფად 30 წლის ლიბანელი მომღერლის სიუზან ტამიმის ორგანიზებულ მკვლელობაში დასდეს ბრალი. მუსტაფას სასამართლომ დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. მილიონერის დაკავებამ ეგვიპტის ეკონომიკაზეც იქონია გავლენა - კონგლომერატ Talaat Moustafa Group-ის აქციები ერთ დღეში მკვეთრად დაეცა. სასამართლომ მუსტაფად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. თუმცა, ჩამოხრჩობამდე ერთი დღით ადრე მილიონერის ადვოკატმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც სიკვდილმისჯილ მილიონერს სასჯელი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

მახაფარიდ ამირ ჰოსვარი

ირანელი მილიარდერი თაღლითურ საბანკო ოპერაციებში დაადანაშაულეს. გამოძიების თანახმად, ირანელი მილიონერის კუთვნილმა კომპანიამ „ამირ მანსურ არიამ“ თაღლითური საბანკო ოპერაციების გზით უკანონოდ მიითვისა 2,6 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა. საქმეში კიდევ 39 პირი ფიგურირებდა. ზოგიერთი მათგანის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ირანელ მილიარდერს კი სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა. მახაფარიდ ჰოსვარი ირანში 2014 წელს ჩამოხრჩეს.

ჯონ დიუპონი

1988 წელს ამერიკელი მილიონერი სპორტსმენმა ანდრე მეცგერმა სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა. თუმცა, სასამართლომ მილიონერის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. 1996 წელს 56 წლის დიუპონმა თვითმხილველთა თანდასწრებით ცეხლსასროლი იარაღიდან მოკლა მისი კუთვნილი საბრძოლო კლუბის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი დევიდ შულცი. თუმცა, მილიონერმა ყველაფერი იღონა, რათა სასამართლოდ უდანაშაულოდ ეცნო. თუმცა, სასამართლომ ამერიკელ მილიონერს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სცნო. ჯონ დიუპონი 2010 წელს გარდაიცვალა.