ფეთულაჰ გიულენმა საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი შექმნა.
ამის შესახებ ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" თურქეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფეთულაჰ გიულენმა საქართველოში კომპანია ”ჩაღლარი” დააფუძნა. სწორედ ამ კომპანიამ შექმნა სასწავლო დაწესებულებების ქსელი.
კომპანია ”ჩაღლარი”, რომლის პარტნიორიც ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, გიული ალასანიაა, 12 სასწავლო დაწესებულებას აერთიანებს:
დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი;
თბილისის სკოლა-ლიცეუმი “სხივი”;
ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა;
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა;
რუსთავის რუსთაველის სახელობის დაწყებითი სკოლა;
ბათუმის უნივ. მოსამზ. კურსები და ენათა ცენტრი;
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი;
ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა;
ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი;
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი;
რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი;
მარნეულის უნივ. მოსამზ. კურსები და ენათა ცენტრი.