საქართველოში "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით, კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ რამდენადაა დაცული მძღოლის უფლებები. თუმცა როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი - დავით მესხიშვილი აღნიშნავს, რომელმაც კვლევის შედეგები შეისწავლა, გამოიკვეთა მძღოლების მხრიდან მგზავრთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებიც.
"მოხდა ასეთი რამ: 101 მიკროავტობუსის მძღოლებმა მანქანები თვითნებურად გაზზე გადაიყვანეს, რაც ფეთქებადსაშიშია; ამასთან, არის გაწელილი რეისები, რომელიც მთელ ქალაქს წრეს არტყამს, რითაც მგზავრების ზენორმირებული გადაყვანა ხდება (რომ მძღოლს რაც შეიძლება მეტი თანხა დარჩეს), რადგანაც მისმა ხარჯმა მოიმატა...", - აცხადებს დავით მესხიშვილი.
მისი თქმით, მერია აღნიშნული ხაზის მიკროავტობუსების მძღოლთა დაჯარიმებით შემოიფარგლა.
"თბილისის მერიამ ისინი დააჯარიმა, მაგრამ ეს სიტუაციას არ ასწორებს... მიკროავტობუსებში ნასვამ პირებთან, მგზავრებთან, ხშირად იქმნება კონფლიქტური სიტუაცია, - ამ თემაზე მძღოლები მწვავედ საუბრობენ", - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.