"ბალენსიაგას" მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას სათხილამურო ქურთუკი, მოდის გამოცემა Elle-მ 2016-17 წლის ზამთრის ყველაზე ტრენდულ სამოსად დაასახელა. ე.წ სათხილამურო ქურთუკი რამდენიმე ფერშია გადაწყვეტილი, სხეულს ნაკლებად გამოკვეთს და დახრილი ფორმისაა. დიზაინერმა აღნიშნული სამოსი, როგორც ოფიციალურ, ასევე ყოველდღიურ სტილს მოარგო.
წყარო ALLNEWS.GE