ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონებს შორის დასახელდა.
გამოცემა Sunday Times-ის 2016 წლის რეიტინგის თანახმად, ინა გუდავაძის ქონება 650 მილიონი ფუნტია.
„გუდავაძემ ქონება მემკვიდრეობით მიიღო თავისი ქმრისგან ქართველი მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილისგან, რომელიც 2008 წელს გარდაიცვალა. პატარკაციშვილმა ქონება კომერციული საკუთრებით, ტელევიზიით, ოქროს მაღაროებით, ნავთობითა და კაზინოებით დააგროვა“, - წერს გამოცემა.
ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების რეიტინგში სულ 31 ქალი დასახელდა. პირველი ადგილი მომღერალ კირსტი ბერტარელის ერგო, რომლის ქონებაც 9,78 მილიარდი ფუნტია. მეორე პოზიციაზეა შარლინ დე კარვალიო-ჰეინეკენი - 9,15 მილიარდი ფუნტით, მესამეზე კი კირსტერ როსინგი 8,7 მილიარდი ფუნტით.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ ჯოან როულინგი 600 მილიონი ფუნტით, სელმა ჰაიეკი - 2,35 მილიარდი ფუნტით, პოლ მაკარტნის მეუღლე ნენსი შეველი, რომლის ქონებაც 760 მილიონი ფუნტია და მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა 729 მილიონი ფუნტით.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე