ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრემია უკვე მიიღეს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, პრემია დაახლოებით 3 400 პირზე გაიცა.
ამასთან, როგორც შსს-ში განმარტავენ, პროცესი გრძელდება და პრემიას სხვა დანაყოფებიც მიიღებენ.
საქართველოს რეგიონებში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირებისთვის პრემიის გამოყოფის საკითხის უზრუნველყოფა მთავრობას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა.