მაცივარი პროდუქტების შესანახად იდეალური ადგილია, თუმცა არსებობს გარკვეული კატეგორიის პროდუქტები, რომელიც მაცივარში არასდროს არ უნდა შევინახოთ.
პროდუქტისთვის ხარისხის და გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად შენახვის პირობების დაცვა მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ყავა - იგი უნდა ინახებოდეს გრილ და მშრალ ადგილას.
პური - როგორც წესი პურს სიცივე აშრობს. შესაბამისად უმჯობესია მაცივარში არ შეინახოთ.
პომიდორი - მაცივარში შენახვის შემთხვევაში ის გემოს დაკარგავს. პომიდორი სიცივეში შესაძლოა უსუნო და უგემური გახდეს.
ბადრიჯანი - აღნიშნული ბოსტნეული სიცივეზე მგრძნობიარეა და მაცივარში ხანგრძლივად ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის მავნეც გახდეს.
ხახვი - მაცივარში ხახვი რბილი და შეიძლება ობიანიც გახდეს.
ნიორი - მას არ უყვარს სიცივე და დახურული სივრცე.
თაფლი - ეს არის საკვები, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე განუსაზღვრელი დროით ძლებს. მაცივარში კი ის ძალიან სქელდება.
კეტჩუბი - მას საკმარისი კონსერვატები აქვს იმისთვის, რომ გაგრილების გარეშე შეინახოთ.
ფორთოხალი - ამ ციტრუსში მჟავიანობა მაღალია. მაცივარში ის მშრალი და მყიფე ხდება.
კარტოფილი - რეკომენდირებულია, რომ კარტოფილი მშრალ და გრილ ადგილას შეინახოთ. მაცივარი მას გემოს უკარგავს.
კიტრის მწნილი - ხშირად მას მაცივარში ინახავენ, თუმცა სინამდვილეში მარილის მაღალი შემცვლელობის გამო მას მაცივარი საერთოდ არ სჭირდება.
დონატები - რამდენიმე დღე ის ოთახის ტემპერატურაზე კარგად ინახება, თუმცა უმჯობესია მალევე მიირთვათ.
შოკოლადი - ხშირად ზამფხულში შოკოლადს მაცივარში ინახავენ, რათა არ დადნეს. სინამდვილეში კი ამის გამო შოკოლადი თავის არომატს კარგავს.
კიტრი - უმჯობესია კიტრი ოთახის ტემპერატურასთან შედარებით გრილ ადგილას შევინახოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მაცივარი.
საზამთრო - ყველასთვის ცნობილია, რომ დაჭრილი საზამთრო ყველაზე კარგად მაცივარში ინახება, თუმცა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაჭრილ საზამთროზე მაცივარი უარყოფითად მოქმედებს.
ვაშლი - ხილის უმეტესობა უფრო გემრიელია, როცა მაცივარშია გაციებული, თუმცა ვაშლი 1-2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე კარგად ძლებს, შესაბამისად უმჯობესია მის გარეშე შევინახოთ.
მსხალი - ვაშლის მსგავსად უმჯობესია მსხალიც ოთახის ტემპერატურაზე შევინახოთ, რადგან სიცივე თავის არომატს უკარგავს.
წიწაკა - მთავარია წიწაკა მშრალ ადგილას ინახებოდეს.
ფქვილი - მაცივარში ფქვილის შენახვით ის არ დაზიანდება, თუმცა აუცილებელი არ არის.
გოგრა - ის უნდა ინახებოდეს მშრალ და გრილ ადგილას, თუმცა არა მაცივრის ტემპერატურაზე.