როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყველაზე ლამაზი მეორე ნახევრები. ცნობილი ადამიანების ცხოვრება ყოველთვის ყველას აინტერესებს, განსაკუთრებით მათი ოჯახის წევრების ცხოვრება.
ვებ-გვერდი hooch.net წარმოგიდგენთ იღბლიან ქალბატონებს, რომლებიც მდიდარ მამაკაცებზე არიან დაქორწინებულები, ან იყვნენ. ზოგიერთი მათგანი კი ქმარზე არანაკლებ წარმატებულია.
ელონ მასკი და ტალულა რაილი
ელონ მასკი გამომგონებელი და მეწარმეა. იგი Space X და Tesla Motors აღმასრულებელი დირექტორია. ტესლა პირველი ავტომობილია, რომელიც ელექტრო ძრავაზე მუშაობს.
ელონ მასკი დაქორწინებული იყო ინგლისელ მსახიობ ტალულა რაილზე. ის აქტიურად მონაწილეობდა ფილმებში 2005 წლამდე, მათ შორის „სიამაყე და ცრუწმენაში“.
ტომ და ქეით ფრესტონები
ტომ ფრესტონის სახელს რამდენიმე საკაბელოს არხის შექმნა უკავშირდება, კერძოდ, მისი შემქნილია მუსიკალური ტელევიზია MTV. ტომ ფრესტონის ქონება 300 მილიონ დოლარს შეადგენს. იგი დაქორწინებული იყო ყოფილ მოდელ ქეით ფრესტონზე. 2014 წელს ისინი დაშორდნენ.
ფილ რუფინი და ალექსანდრა ნიკოლაიენკო
ფილ რუფინი მილიარდერი ბიზნესმენია, მან ინვესტიცია სათამაშო ბიზნესში ჩადო. მას ასევე ბიზნესი უძრავი ქონების ბაზარზეც აქვს. ამ ყველაფრით მან 2.5 მილიარდი დოლარის შოვნა შეძლო. უნგრელი მსახიობი და მოდელი ალექსანდრა ნიკოლაიენკო მისი მეორე ცოლია. ისინი 2008 წელს დაქორწინდნენ და 2010 წელს კი მათი შვილი რიჩარდ იულიამი დაიბადა.
დონალდ და მელანია ტრამპი
მილიარდერი და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 3.7 მილიარდის მფლობელია. ის უძრავი ქონების ბიზნესშია ჩართული, ხოლო ყველასთვის ცნობილი ნიუ-იორკის ტრამპ თაუერის და ფლორიდაში მარ-ა-ლაგოს მფლობელია. მისი მესამე მეუღლე, პირველი ლედი მელანია ტრამპია, რომელზეც 2005 წელს დაქორწინდა. მელანია ყოფილი მოდელია.
რომან აბრამოვიჩი და დაშა ჟუკოვა
რომან აბრამოვიჩი ბიზნესმენი და მეწარმეა, რომელმაც ფული ნავთბობისა და გაზის ბიზნესში იშოვა. იგი ასევე სადაზღვევო კომპანია „მილჰაუსის“ თავმჯდომარეა. აბრამოვიჩი რუსეთში მე -13 უმდიდრესი ადამიანია, რომელსაც 11.2 მილიარდი დოლარი აქვს.
რომან აბრამოვიჩი დაშა ჟუკოვაზეა დაქორწინებული. საინტერესოა, რომ მათ შეძლეს და ქორწინება საიდუმლოდ 6 წელი შეინახეს. დაშა ჟუკოვა სიმდიდრეში დაიბადა, მამამისი ნავთობის მაგნატია. როგორც ჩანს, იგი სიმდიდრეს იზიდავს. მათ ორი შვილი - აარონი და ლეა ჰყავთ.
ფრანსუა ჰენრი პინო ლი და სელმა ჰაიეკი
ფრანსუა ჰენრი პინოლი ფრანგი ბიზნესმენია, რომელიც სიმდიდრეში დაიბადა. ის კომპანა Kering-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც მდიდრულ ნივთებს ყიდის. პინოლი ასევე არტემისის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ყველაზე მსხვილ აუქციონ „კრისტის“ ფლობს. მისი ქონება 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ფრანსუა ჰენრი პინოლის მეუღლე მექსიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკია, რომელიც არანაკლებ წარმატებულია. ისინი 2009 წელს დაქორწინდნენ, მათ ჰყავთ შვილი ვალენტინა.
მუკეშ და ნიტა ამბანი
მუკეშ ამბანი ბიზნესმენ მაგნატია, რომელიც ქიმიკატების ინდუსტრიაშია ჩართული. ჟურნალის „ფორბსის“ თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ინდოეთში ყველაზე მდიდარი ადამიანია.
მუკეშ ამბანი დაქორწინებულია ნიტა ამბანზე, რომელიც ჩართულია მრეწველობაში. მას ასევე ეკუთვნის კრიკეტის გუნდი. ნიტა თავის ფულს ქველმოქმეებაში ხარჯავს. კერძოდ იგი უსინათლო ადამიანებს განათლების მიღებაში ეხმარება. მათ სამი შვილი ჰყავთ.
რუბერტ მერდოკი და ჯერი ჰოლი
ჯერი ჰოლი ცნობილია როგორც მიკ ჯაგერის ყოფილი მეუღლე. ის ასევე ახალგაზრდობაში სამოდელო ბიზნესშიც იყო ჩართული. ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ 85 წლის მერდოკი აღარ დაქორწინდებოდა. მიკ ჯაგერთან განქორწინების შემდეგ ჯერი ჰოლმა 40 მილიონი დოლარი მიიღო. მერდოკის ქონება კი 12 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ისინი კომფორტულად უნდა ცხოვრობდნენ.
სამნერ რედსტოუნი და მალია ანდელინი
93 წლის მილიარდერი სამნერ რედსტოუნი კომპანია „ვაიკომის“ მფლობელია. გარდა ამისა, ის ფლობს - MTV, BET და Paramount Pictures. მსახიობი მალია ანდელინა რედსტოუნის მესამე ცოლია.
რობერტ კრაფტი და რიკი ლანდერი
74 წლის New England Patriots-ის მფლობელმა რობერტ კრაფტმა 34 წლის ლამაზმან რიკი ლანდერს დაადგა თვალი. კრაფტმა 48 წლის მეუღლე კიბოს დიაგნოზით დაკარგა. მსახიობ რიკი ლანდერთან შეხვედრამდე რობერტ კრაფტი რომანტიკული ურთიერთობებს გაურბოდა. კრაფტის ქონება 4 მილიონ დოლარს შეადგენს.