გამოცემა Business Insider-მა შეადგინა ყველაზე შოკისმომგვრელი ფაქტები ჩინეთის შესახებ.
ჩინეთი - მოსახლეობა 1.34 მლრდ ადამიანი; ტერიტორია - 9 მლნ კვ/მ-ზე მეტი.
1. ჩინეთში ყოველწლიურად იჩეხება 20 მლნ ხე მხოლოდ იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ბაზარზე საჭმელი ჩხირების მიწოდების მოთხოვნილება. ერთ წელში ჩინელები 80 მლრდ ერთჯერად ხის ჯოხებს მოიხმარენ. საჭმელი ჩხირების საწარმოებლად იყენებენ ხეს, რომელიც 20 წელზე მეტი ხნისაა.
2. ჩინეთის სარკინიგზო გზა პლანეტას ორჯერ შემოუვლის. ჩინეთში სარკინიგზო გზის სიგრძეა 93 000 კმ, ხოლო დედამიწის გარშემოწერილობა 40 075 კმ-ია.
3. ჩინეთის ქვანახშირის მთლიანი მარაგი 575 ლურჯი ვეშაპის წონას იწონის. ქვეყანა ქვანახშირის მარაგით (115 მლრდ ტონა) მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. სამყაროში ყველაზე დიდი ცხოველი ლურჯი ვეშაპი კი 200 ტონაზე მეტს იწონის.
4. 2 წელიწადში ჩინეთმა აწარმოა იმდენივე ცემენტი, რამდენიც აშშ-მა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში. ჩინეთი მსოფლიოში ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელია. ქვეყანა აწარმოებს და მოიხმარს პლანეტაზე არსებული ცემენტის 60%-ს.
5. მოწევა ყოველდღიურად 1 მლნ ჩინელს კლავს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე კვიპროსის მოსახლეობა (865 000). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2050 წლისთვის მოწევისგან ჩინეთში დღეში 3 მლნ ადამიანი დაიღუპება.
6. ბუნებრივი აირის მარაგი 1.24 მლრდ ოლიმპიური საცურაო აუზის ტოლია. ჩინეთს 109,3 ტრილიონი კუბური ფუტი ბუნებრივი აირის მარაგი აქვს, მას მსოფლიოში მე-13 ადგილი უჭირავს ამ მაჩვენებლით.
7. წელიწადში ჩინეთში იმდენ ატრიას მიირთმევენ, რამდენიც ალჟირის მოსახლეობას ეყოფოდა წელიწადში, სამჯერადი კვების გათვალისწინებით. 2011 წელს ჩინეთში 42.5 მლრდ შეკვრა სწრაფი მომზადების ატრია შეიჭამა. ალჟირის მოსახლეობა კი 38.7 მლნ ადამიანია.
8. ჩინელები ყოველწლიურად მიირთმევენ 5 200 ეიფელის კოშკის წონა ღორის ხორცს.
2012 წელს ჩინეთის მოსახლეობამ 52 მლნ ტონა ღორის ხორცი შეჭამა. ეიფელის კოშკი კი 10 000 ტონას იწონის.
9. 20 ყველაზე მდიდარი ჩინელი უნგრეთზე მდიდარია. ჩინეთის 20 უმდიდრესი ადამიანის ქონება შეადგენს 145.1 მლრდ დოლარს, რაც უნგრეთის მთლიან შიდა პროდუქტზე მეტია. უნგრეთის ნომინალური მშპ 124 მლრდ დოლარია.
10. 30 მლნ-ზე მეტი ჩინელი გამოქვაბულში ცხოვრობს - ეს რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე საუდის არაბეთის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა.
11. ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 8 მლრდ წყვილი წინდა იწარმოება - წინდების ეს რაოდენობა პლანეტის ყველა მცხოვრებს უზრუნველყოფდა.
12 . ჩინეთში თვითმკვლელობების რიცხვი აშშ-სთან შედარებით ორჯერ მეტია.
13. ჩინეთს მხოლოდ ერთი სასაათო სარტყელი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ტერიტორია ამერიკის კონტინენტის მსგავსად დიდი ზომისაა, მას მხოლოდ ერთი სასაათო სარტყელი და პეკინის სტანდარტული დრო აქვს. ადრე ჩინეთს 5 სასაათო სარტყელი ჰქონდა, მაგრამ 1949 წელს მაომ გადაწყვიტა ერთი დაეტოვებინა (ის იმედოვნებდა, რომ ამგვარად ქვეყანას გააერთიანებდა). ახლა ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში მზე დილის 10 საათზე ამოდის.
14. ჩინეთის კვების მრეწველობა პლანეტის მოსახლეობის 25%-ს უზრუნველყოფს, იმ დროს, როდესაც ქვეყანას პლანეტის სახნავად ვარგისი მიწების მხოლოდ 7% აქვს.
15. ჩინელი მომხმარებლების ხარჯები 2020 წლისთვის სამჯერ გაიზრდება - ივარაუდება, რომ ჩინელ მომხმარებელთა ხარჯები 2.3 ტრილიონიდან (2010 წ.) 6.18 ტრილიონამდე (2020 წ.) გაიზრდება.
16. მსოფლიოში არსებული ღორების ნახევარი ჩინეთშია. ქვეყანა ღორის ხორცის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია მსოფლიოში. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანაში 475 მლნ სული ღორი არსებობს.