დღეს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაო „ლელოს“ 12-კაციანი ჯგუფი წარადგინა. მათ შორის არის ბიზნესმენი გიორგი მორდეხაშვილი, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უცხოეთიდან საქართველოში სულ ახლახანს დაბრუნდა.
გიორგი მორდეხაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს (რუსეთი, საქართველო) და საქართველოში კომპანია „გუდვაინში“ 25%-იან წილს ფლობს. საქართველოში ჩამოსვლამდე გიორგი მარდეხაშვილი ნიცაში ცხოვრობდა. ის ნიცაში ფლობს რესტორან „ლანგუსტს“, რომელიც 2016 წელს გახსნა.
გიორგი მარდეხაშვილი საქართველოდან რუსეთში 1990-იანი წლების დასაწყისში წავიდა. ის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში. გიორგი მორდეხაშვილმა რუსეთში პირველი ინტერნეტ-მაღაზია „ინტერშოპი“ დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით სარფიანად გაყიდა. უკვე 2003 წელს მან მის ბიზნეპარტნიორთან თენგიზ სანიკიძესთან და ალექსეი ბოგდანოვთან ერთად საიუველირო საათების მწარმოებელი კომპანია „ნიკა“ დააფუძნა, რომელიც ოქროს და ვერცხლის საათებს აწარმოებს. კომპანიამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და მისი პროდუქცია არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ამ დროისთვის Nika Group ყოველთვიურად 25 ათას ერთეულ საათს აწარმოებს.