როცა ბინის შეძენაზე ფიქრს იწყებ თავდაპირველად, რა გახსენდება? - ალბათ, ჩვენს უმეტესობას თვალწინ ხანგრძლივი, დამღლელი პროცესი წარმოუდგენია, რომელიც თითქოს არასდროს დასრულდება.
ციფრულ ერაში გადასვლამ ახალი შესაძლებლობები შეგვიქმნა, რომელთა ეფექტურად გამოყენებაც დროის დაზოგვას ემსახურება. წარმოიდგინეთ, ელექტრონული ფოსტის ნაცვლად, ყველა საქმიან შეტყობინებას ადრესატთან რომ ისევ ფოსტალიონს ვატანდეთ რამდენად ეფექტურად და სწრაფად შესრულდებოდა სამუშაო? ცხადია, ყველა საქმეს იმაზე მეტ დროს მოვანდომებდით, ვიდრე ახლა, რადგან კომუნიკაცია უფრო დროში გაწელილი და არაეფექტური იქნებოდა. იგივე შეიძლება ითქვას ონლაინ მაღაზიებსა და უძრავი ქონების ონლაინ პლატფორმებზე, როგორიც SS.ge-ია.
მიუხედავად იმისა, რომ ფოსტაც არსებობს, ჩვეულებრივი მაღაზიებიც და უძრავი ქონების სააგენტოებიც, მათი სერვისების ონლაინ-სივრცეში მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება.
წლიდან წლამდე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ონლაინ პლატორმებიც უმჯობესდება, . მომხმარებელზე უფრო მორგებული და კომფორტული ხდება და რაც მთავარია, მეტი დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია. მომხმარებელთა კომფორტისა და ინფორმირების სრულყოფისთვის უძრავი ქონების პლატფორმა SS.ge-მ გასული წლის განმავლობაში არაერთი ფუნქცია შექმნა, რომელიც მას უფრო მოქნილსა და მოხერხებულს ხდის, ეხმარება მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებასა და სასურველი უძრავი ქონების პოვნის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.
1) ახლოს მდებარე ობიექტების დათვალიერების ფუნქცია
როგორც SS.ge-ს პროექტის მენეჯერმა ილია გიჯაშვილმა აღნიშნა მომხმარებლები ბინის მფლობელთან დარეკვისას, ყველაზე ხშირად ბინასთან ახლოს მდებარე ადგილების შესახებ სვამენ შეკითხვებს. მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, მის საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს იყოს სკოლა, საბავშვო ბაღი, მეტრო ან საერთოდაც სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მდებარეობდეს. სწორედ ამიტომ SS.ge-ს პლატფორმაზე გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ბინებთან ახლოს მდებარე ობიექტების შესახებ და სხვა ხელსაწყოებთან ერთად ეხმარება მას სრულყოფილი ინფორმაციის მიღებაში.
2) უძრავი ქონების ხელშეკრულების შაბლონი
უძრავი ქონების ხელშეკრულებების შედგენა მისი შეძენის, გაყიდვის, გაქირავების ან დაგირავების ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო პროცესია. ხშირად რამდენიმე კვალიფიციურ იურისტთანაც კი გიწევს კონსულტაციის გავლა იმისთვის, რომ სრულყოფილი დოკუმენტი მიიღო.
ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ და სრულიად უსასყიდლოდ ჩამოტვირთოთ თქვენთვის საჭირო უძრავი ქონების ხელშეკრულების შაბლონიები, რომლებიც უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვის ან ქირაობა/გაქირავების პროცესის გამარტივებაში დაგეხმარებათ
3) Smart List - ჭკვიანი სია
მოკლედ რომ ვთქვათ, მისი გამოყენება სასურველი ბინის ან სხვა ობიექტის პოვნას გაგიადვილებთ. SS.ge-ზე შესვლისას და თქვენთვის საინტერესო განცხადების გახსნისას ვებგვერდის მარჯვენა ველში უკვე გაფილტრული განცხადებები დაგხვდებათ და მათ ჩამონათვალში უკან დაბრუნება აღარ მოგიწევთ.SS.ge-ს პროექტის ილია გიჯაშვილის თქმით თითოეული მომხმარებელი ვებ გვერდზე 20 წუთზე მეტ დროს ატარებს.ახალი ფუნქციის გამოყენებით, ერთი განცხადებიდან მეორეში პირდაპირ გადახვალთ. რაც თითოეულ მომხმარებელს ვებ გვერდზე დაყოფილი დროის 30%-ის დაზოგვაში ეხმარება.
4) გადამოწმებულიდა ვერიფიცირებული განცხადებები
ონლაინ სივრცეში ვებ გვერდების მომრავლება და მათზე წვდომის გამარტივება ხშირ შემთხვევაში იწვევს არასანდო ინფორმაციის მომრავლებასაც, და შედეგად მომხმარებლისთვის დროის დაზოგვის მაგივრად მათი დროის ხარჯვას. გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის პოვნა კი უფრო და უფრო რთულდება. SS.ge-ს ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას მათი მოდერატორების გუნდი წარმოადგენს, რომელებიც მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ თითოეულ განცხადებას
ვერიფიცირებული განცხადებები - გარდა ონლაინ-მომსახურებისა, SS.ge-მ ფიზიკური მომსახურებაც დანერგა. ვებგვერდზე ატვირთულ განცხადებას მხოლოდ მას შემდეგ ენიჭება ვერიფიცირებულის სტატუსი რაც SS.ge-ს პირადი აგენტი უძრავ ქონებას ადგილზე ნახავს და დააზუსტებს განცხადებაში მითითებულ თითოეულ დეტალს. გადაიღებს პროფესიონალურ ფოტოსურათებს , ვიდეოს და 360 გრადუსიან ფოტოებს რაც უძრავი ქონების მაძებელს ობიექტზე მისვლის საჭიროებას უხსნის და გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
5) ბინის ფასის კალკულატორი
ფასის გამომთვლელი სისტემა SS.ge-ზე დამატების შემდეგ ვებგვერდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფუნქციად იქცა. სისტემა მარტივი მონაცემების შეყვანის შემდეგ, უძრავი ქონების ყიდვა-გაქირავების ფასს მომენტალურად ითვლის.
გამომთვლელი სისტემა როგორც რეალიზატორებს, ისე მყიდველებს სახლების რეალური ფასის დადგენაში ეხმარება, გარდა ცალკე არსებული კალკულატორისა თითეულ განცხადებაზე მითითებულია ფასის შკალა, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გაიგოს თუ რამდენად რელევანტური ფასია მითითებული თითოეულ განცხადებაზე