ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.
კითხვაზე, გაწყდება თუ არა ხელშეკრულება ინვესტორთან ან შესაძლოა თუ არა, რომ ეს ვადა გახანგრძლივდეს, თუ 15 ოქტომბრამდე ვერ მოხერხდა პროექტის ფინანსური დახურვა, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ვალდებულებები შესრულდება.
„ამ შემთხვევაში, ჩემი პასუხი არის იგივე, რასაც ასეთ დროს ყოველთვის ვპასუხობ. მოდით, დაველოდოთ, ვაცალოთ. იმედს ვიქონიებთ, რომ ვალდებულებები შესრულებული იქნება. არ მინდა წინასწარ რაიმე ნეგატიური მოლოდინი შევქმნა. პირიქით, ჩვენი სურვილია და ჩვენი ქმედებაც აქეთკენ იყო მიმართული, რომ ინვესტორმა ანაკლიაში დროულად შეასრულოს თვისი ვალდებულებები. ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია და ჩვენ გვაწამს, რომ ინვესტორი მოახერხებს ამის გაკეთებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.