2019 წლის იანვარ-აგვისტოში მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 433 ქონება გაასხვისა, შედეგად ბიუჯეტში 3 151 081.73 ლარი შევიდა. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, საპრივატიზაციო ობიქტებიდან 88% სიმბოლურ - 1 ლარად გასხვისებული ქონებაა, ჯამში 383 უძრავ/მოძრავი ქონება.
მიმდინარე წლის 8 თვეში ერთ ლარად გასხვისებულ ქონებებს შორის არის ბახმაროში დაახლოებით 44 ათასი კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი, 36,7 ათასი კვ/მეტრი საგარეჯოში და რამდენიმე მიწის ნაკვეთი თბილისში. ასევე 1 ლარად პრივატიზებულ ქონებებს შორის მოხვდა საცხოვრებელი ფართებიც, რამდენიმე ტრაქტორი და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალება.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პრივატიზებული ქონების შედეგად შემოსავალმა 54,7 მლნ ლარი შეადგინა. სულ კი გასხვისდა 861 უძრავ-მოძრავი ქონება, აქედან 433 პირდაპირი მიყიდვის წესით.