1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9710 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9710 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3106 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3158 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0052 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.