Gazelle Fund LP-მა ინვესტიცია განახორციელა NUTSGE- ში, წამყვანი თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი საწარმო საქართველოში

Gazelle Fund LP–იმ 1,100,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ლიდერი ქართული თხილის გადამამუშავებელ და ექსპორტიორ კომპანია NUTSGE– ში.

თხილის ინდუსტრია არის საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აგრო სექტორი, რადგანაც ქვეყანა თხილის რიგით მეოთხე მწარმოებელია მსოფლიოში. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს NUTSGE-იმ კიდევ უფრო მეტი ექსპორტი განახორცილეოს ევროპის, აზიის თუ აფრიკის მიმართულებით და გაამყაროს კავშირები/ მიწოდების ქსელი ათასობით ფერმერთან, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს რაიონში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

NUTSGE-ის გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს სამეგრელოში, თხილის პლანტაციების ერთ-ერთ ისტორიულად ნაყოფიერ რეგიონში, სადაც საქართველოში მოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (მთელი ქვეყნის მოსავლის თითქმის ნახევარი) მოდის და სადაც არის ენდემური ჯიშების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია, მათ შორის ანაკლიური, უჩა, ნემსა და ხარისთვალა. NUTSGE ასევე აქტიურად მარაგდება კახეთის რაიონიდან, რაც ზრდის მისი მიწოდების ქსელის დივერსიფიკაციას.

კომპანია არის FSSC 22000 (გლობალური სურსათის უვნებლობის სტანდარტი) სერთიფიცირებული და ყველაზე დახვეწილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო ქვეყანაში, აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით და ავტომატიზირებული საწარმო ხაზებით. კომპანია აწარმოებს თხილის პროდუქტების სრულ სპექტრს, როგორებიცაა: ნატურალური თხილის გული, მოხალულ ბლანშირებული თხილის გული, მოხალულ დაქუცმაცებული თხილი, თხილის ფქვილი და თხილის პასტა. კომპანია ითვლება ერთ- ერთ საიმედო მიმწოდებლად და უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ტკბილეულის მწარმოებლებთან.

NUTSGE- ში ინვესტიციით, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი თხილის გადამამუშავებელი კომპანია საქართველოში, გაზელ ფაინენსი აძლიერებს საქართველოს

პოზიციებს თხილის გლობალურ ბაზარზე”, - განაცხადა კომპანიის საინვესტიციო დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ. ”ფაროსანასთან დაკავშრებული ორწლიანი პრობლემების შემდეგ, ეს წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ქართული თხილის ინდუსტრიისთვის“- განაცხადა NUTSGE -ის დირექტორმა, მამუკა ბერიაშვილმა. ”გაზელ ფაინენსიის ინვესტიცია დროულად განხორციელდა ჩვენს კომპანიაში. მათი დახმარებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა კიდევ უფრო სწრაფად დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მსოფლიო თხილის ბაზრის პრემიუმ სეგმენტში“

გაზელ ფაინენსი

გაზელ ფაინენსი არის საფინანსო კომპანია, რომელიც ახდენს ინვესტირებას ევრაზიის რეგიონში მოქმედ სწრაფად მზარდ, პატარა და საშუალო კომპანიებში. ამჟამად კომპანია ფოკუსირებულია საქართველოსა და სასომხეთზე. გაზელ ფაინენსის მისიაა შექმნას უკეთესი ფინანსური მომავალი პოტენციურად მზარდი, წარმატებული კომპანიებისათვის და იმ საზოგადოებისათვის რომელშიც ისინი ოპერირებენ. მისი საქმიანობის შედეგად გაზელ ფაინენსი ეხმარება ადგილობრივ ბაზრებსა და ეკონომიკებს ზრდასა და განვითარებაში.

შპს. NUTSGE

დაფუძნებული 2012 წელს, არის საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწე, თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანია, რომელიც თავის მომხამრებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ქართული თხილის პროდუქტებს. საწარმო სრულიად შესაბამისობაშია ევრო სტანდარტებთან და ახორციელებს ყველა სახეობის თხილის პროდუქტების ექსპორტს მსოფლიოს 4 კონტინენტზე.

(R)