1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9568 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9568 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9618 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2645 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.