საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.
რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობას ციფრებში, 2019 წლის ოქტომბერში ჯამში 175,66 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9,7%- ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2018 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 158.58 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში 153,2 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ხოლო 22,4 მლნ აშშ დოლარი ქვეყნიდან გადაირიცხა.
აქედან Zolotaia Korona-ს საშუალებით 33,7 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ხოლო 9,7 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა.
Western Union–ის საშუალებით 27,5 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა ( 18%), ხოლო 6,9 მლნ აშშ დოლარი (30.9%) გადაირიცხა.
RIA-თი 27,4 მლნ აშშ დოლარი (17,9%) ჩაირიცხა, 942 ათასი აშშ დოლარი ( 4,2%) გადაირიცხა.
Intel Express-ით 10,8 მლნ აშშ დოლარი ( 7%) ჩაირიცხა, ხოლო 1 მლნ აშშ დოლარი (4,7%) გადაირიცხა.