1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9749 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2899 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.