წელიწადზე მეტია ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ონლაინ ლექსიკონი, ყველა მომხმარებლისთვის საყვარელი და ლოალური ბრენდი Translate.ge განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ამ ეტაპისთვის საიტზე მუშაობს თარჯიმანთა მაღალკვალიფიციური გუნდი და მუდმივ რეჟიმში ხდება ლექსიკონის განახლება.
2020 წლიდან ერთფუნქციონალური საიტი რამდენიმე ახალი სერვისის მქონე პლატფორმად იწყებს პოზიციონირებას. როგორც დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის დირექტორი ანი სირბილაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, მათი შუამავლობით მარტივად და რაც მთავარია, ონლაინ რეჟიმში დაუკავშირდნენ კვალიფიციურ თარჯიმნებს და თარგმნონ სასურველი დოკუმენტი. უფრო მეტიც, დაამოწმონ დოკუმეტი ნოტარიულად და მიიღონ ადგილზე კურიერის საშუალებით.
„რამდენიმე თვეა, აქტიურად ვმუშაობთ ონლაინ თარჯიმნების სერვისის სრულყოფაზე და შეგვიძლია დავაანონსოთ, რომ 1 იანვრიდან მომხმარებლებს ექნებათ პროფესიონალი თარჯიმნების მიერ დოკუმენტის ონლაინ რეჟიმში თარგმნის საშუალება. თუ აქამდე ეს პროცესი უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, იყო ხანგრძლივი და მომაბეზრებელი, ჩვენი დახმარებით ეს ბარიერები აღარ არსებობს და თარჯიმნის ძიებიდან, კომუნიკაციის დამყარებასა თუ შედეგის მიღებამდე სრულ პროცესს ახალი სერვისის საშუალებით ვუზრუნველყოფთ.
კიდევ ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ნოტარიული მომსახურების კომფორტულად და სწრაფად მიღება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, translate.ge-ზე შეგვექმნა სერტიფიცირებული თარჯიმნის მიერ დოკუმენტის თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში. უფრო დეტალურად რომ ვთქვა, მომხმარებელი ატვირთავს მისთვის სასურველ დოკუმენტს, პლატფორმა გადაამისამართებს მას შესაბამის თარჯიმანთან და თარგმნის პროცესის დასრულების შემდეგ, თარჯიმანი უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტის თარგმანისა და სისწორის ნოტარიულად დამოწმებას. ამის შემდეგ მომხმარებელი კურიერის მეშვეობით მიიღებს დოკუმენტს ადგილზე. ამ სერვისის დახმარებით ადამიანებს აღარ სჭირდებათ ნოტარიუსის ოფისის ძებნა, დაუსრულებელ რიგში დგომა და უამრავი ბიუროკრატიული პროცესის გავლა“ - ანი სირბილაძე.