ახალი წლის წინა პერიოდი საშობაო საჩუქრებთან, ოჯახურ დღესასწაულთან და რა თქმა უნდა, ნაძვის ხესთან ასოცირდება.
მსოფლიოს მასშტაბით არაერთი დაწესებულება თუ კომპანია ცდილობს განსაკუთრებული და განსხვავებული ნაძვის ხით მიიქციოს ყურადღება.
ესპანეთის ქალაქ მარბელაში, სასტუმრო Kempinski Bahia-ში აღმართეს ნაძვის ხე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია.
სასტუმროს ადმინისტრაციის განცხადებით, საბოლოო ჯამში ნაძვის ხე 15 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა და ის უამრავი ძვირფასი ქვითა თუ სამკაულითაა მორთული.
ძვირადღირებული სასტუმროს სტუმრებს საშუალებია აქვთ ნახონ ულამაზესი საშობაო ხე, რომელიც ცნობილი ბრენდების მიერ დამაზადებული ბრილიანტებითა და ძვირფასი ქვებითაა მორთული.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხის სტატუსი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აღმართულ საშობაო ხეს ჰქონდა, რომლის აღმართვაც 11 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა და გინესის რეკორდების გამარჯვებული გახდა.