გავლენიანმა ბიზნესგამოცემა Forbes-მა 2020 წლისთვის ინვესტიციების განსახორციელებლად საუკეთესო ევროპული ქალაქები დაასახელა. გამოცემა ცდილობდა დაედგინა, თუ რომელია ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქები, სადაც ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი გარემოა.
საბოლოოდ მათ 7 ასეთი ქალაქი დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი ბათუმია.
აი რას წერს Forbes-ი ბათუმზე
ბათუმი, საქართველო
„ბათუმი საქართველოს სიდიდით მესამე საპორტო ქალაქია, რომელიც ამასთანავე შავი ზღვის სანაპიროს პოპულარულ კურორტს წარმოადგენს. ამ დროისათვის ქალაქის სამშენებლო კომპანიებს მკაცრი მოთხოვნები არ აქვთ, რაც მათთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. მოთხოვნის გაზრდის გამო 2018 წლის შემდეგ აქ 22 752 ახალი სახლი აშენდა. შეზღუდვების სიმცირე და აუთვისებელი ტერიტორიის სიმრავლე ახალი პროექტების განსახორციელებლად ქალაქში ხელსაყრელ პირობებს ქმნის“.
ბათუმის გარდა რეიტინგში ევროპის შემდეგი ქალაქები მოხვდნენ:
ნეაპოლი, იტალია
იტალიის ისტორიული ქალაქი ნეაპოლი ბოლო პერიოდში გასაკუთრებით პოპულარული ხდება. გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც იტალიის დედაქალაქის, რომის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ათასობით იტალიელმა საცხოვრებლად ნეაპოლში გადასვლა გადაწყვიტა, რომელიც ამასთანავე მულტიფუნქციური ქალაქია.
მეგევე, საფრანგეთი
მეგევე საფრანგეთის მთიანი კურორტია, სადაც ბოლო დროს კერძო საკუთრების გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2018 წლის შემდეგ შედარებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ საცხოვრებელი სახლების შეყიდვა 20%-ით გაიზარდა.
სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი
უნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარს 2000-წლიანი ისტორია აქვს და ის მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს. მისი მოსახერხებელი მდებარეობის გამო ქალაქში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
პორტო, პორტუგალია
პორტო პორტუგალიის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც ქცეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. პორტოში ლისაბონთან შედარებით კერძო საკუთრების ფასი 30%-ით ნაკლებია.
როტერდამი, ნიდერლანდები
როტერდამი ნიდერლანდების სიდიდით მეორე ქალაქია. აქ ევროპის ყველაზე დიდი პორტი მდებარეობს.