„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ბაგების საბაგიროს მდგომარეობის შესახებ წერს და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ტერიტორიის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.
„ბაგების საბაგირო, რომელიც ჯერ 2016-ში, შემდეგ 2017-ში, 2018-ში და ბოლოს 2019-ში უნდა გაეხსნათ, დღესაც გაშეშებულია. საბაგიროს "რეაბილიტაციაზე" ბიუჯეტიდან დაიხარჯა მილიონ ლარამდე (ჩემი ინფორმაციით). დღეს ტერიტორია ნაგვის ბუნკერად არის ქცეული და ის რაც გაკეთებულია, უპატრონობით ზიანდება,“-წერს მესხიშვილი.