ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საანგარიშო პერიოდში 8 ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 927 732 539 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 961 714 845 ლარი იყო.
ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 4 კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 392 114 132 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 596 428 969 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 34 375 366 ლარი შეადგინა.
მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც 4 კვარტლის მონაცემებით, 390 435 262 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 576 018 626 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა - 46 215 608 ლარი გადაიხადა.
წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „კრედო ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 27 699 088 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ლიბერთი ბანკი“ და „ბაზისბანკი“ იკავებენ. მათმა წმინდა მოგებამ გასულ წელს, შესაბამისად, 26 832 117 და 24 830 002 ლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ამ 5 ყველაზე მომგებიანი ბანკის მფლობელებს, 2019 წლის მე-4 კვარტლის ანგარიშგებების მონაცემებზე დაყრდნობით:
„თიბისი ბანკი“
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს წილების მითითებით: (2019 წლის ბოლოს)
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს წილების მითითებით: (2012 წლის იანვარი)
„საქართველოს ბანკი“
საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი წილების მითითებით:
„კრედო ბანკი“
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:
„ლიბერთი ბანკი“
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:
„ბაზისბანკი“
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით: