1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8698 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8698 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8671 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1330 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1395 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0065 ლარი შეადგინა.