„უგემრიელესი სამზარეულოთი, საინტერესო ისტორიითაა და მომაჯადოებელი ადგილების სიუხვით, საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ხდება“, - წერს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოზე.
“გასულ წელს საქართველოს 8.7 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. აქტიური ღამის ცხოვრება, ქალაქის ისტორიული ნაწილი, განსაცვიფრებელი ხედები და ზამთრის კურორტებთან სიახლოვე თბილისს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად აქცევს“, - ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მიიჩნევა და ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების მიმართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.
„უნიკალური სამზარეულო, ისტორიული ადგილები, გოგირდის აბანოები, ციხესიმაგრეები და კავკასიის ულამაზესი მთები თითოეულ სტუმარს სამშობლოში დაბრუნებისთანავე ახალი ბილეთის შეძენისა და საქართველოში კიდევ ერთხელ ჩასვლის სურვილს უტოვებს“-წერს ირლანდიური ავიაკომპანია საქართველოზე.
შეგახსენებთ, Ryanair-მა თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით ავიამიმოსვლა გასული წლიდან დაიწყო.