შესასყიდი სპეცტანსაცმლის ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე, ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;
ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის რეჟიმში, მისი ქონება არ იყოს დაყადაღებული, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;
დ) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია).
ე) გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა;
ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, შესყიდვების სამსახური, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი და საქონლის ნიმუშები პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს „თბილისი ენერჯიში“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.
სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 24 თებერვალი, 18:00 საათი.
სატენდერო განაცხადების კონვერტები, სავარაუდოდ, გაიხსნება 2020 წლის 26 თებერვალს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.
დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ.: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jaba.tsitsishvili@te.ge