საქართველო ინტერნეტის სიიაფით 207 ქვეყანას შორის 20-ე ადგილზეა. ვებ-გვერდის Cable-ს ანგარიშის მიხედვით, (აღნიშნული საიტი ადარებს ერთმანეთს გლობალურ ბაზარზე ინტერნეტის სიჩქარეს და ფასებს) მომხმარებელს ინტერნეტ-პაკეტის შეძენა ყველაზე ძვირი მავრიტანიაში უჯდება - იქ პაკეტის ფასი 768 დოლარს შეადგენს, ერთი მეგაბაიტის კი 127.15 დოლარი.
ყველაზე იაფი ინტერნეტი მსოფლიოში:
- 1. უკრაინა - ინტერნეტ-პაკეტი 5 დოლარი (1 MB - 0.04 დოლარი)
- 2. შრი-ლანკა - ინტერნეტ-პაკეტი 5.65 დოლარი (1 MB - 0.49 დოლარი)
- 3. ირანი - ინტერნეტ-პაკეტი 8.20 დოლარი (1 MB - 2.89 დოლარი)
- 4. რუსეთი - ინტერნეტ-პაკეტი 9.77 დოლარი (1 MB – 2,32 დოლარი)
- 5. ბელარუსი - ინტერნეტ-პაკეტი 10.46 დოლარი (1 MB – 0,75 დოლარი)
- 6. მოლდოვა - ინტერნეტ-პაკეტი 11.28 დოლარი (1 MB – 0,27 დოლარი)
- 7. სირია - ინტერნეტ-პაკეტი 13 დოლარი (1 MB – 4,30 დოლარი)
- 8. ისრაელი - ინტერნეტ-პაკეტი 13,02 დოლარი (1 MB – 0,42 დოლარი)
- 9. ეგვიპტე - ინტერნეტ-პაკეტი 13,58 დოლარი (1 MB – 4,48 დოლარი)
- 10. რუმინეთი - ინტერნეტ-პაკეტი 14,42 დოლარი (1 MB – 0,66 დოლარი)
ყველაზე ძვირი ინტერნეტი მსოფლიოში:
- 186. კუკის კუნძულები - ინტერნეტ-პაკეტი 171 დოლარი (1 MB – 20.47 დოლარი)
- 187. ანტიგუა და ბარბუდა -ინტერნეტ-პაკეტი 171.34 დოლარი (1 MB – 4.79 დოლარი)
- 188. ტანზანია - ინტერნეტ-პაკეტი 181.80 დოლარი (1 MB – 52.33 დოლარი)
- 189. ბურკინა ფასო - ინტერნეტ-პაკეტი 201.94 დოლარი (1 MB – 39.45 დოლარი)
- 190. ჰაიტი - ინტერნეტ-პაკეტი 207.39 დოლარი (1 MB – 10.53 დოლარი)
- 191. პარაგვაი - ინტერნეტ-პაკეტი 210.83 დოლარი (1 MB – 17.79 დოლარი)
- 192. ლაოსი - ინტერნეტ-პაკეტი 239.25 დოლარი (1 MB – 13.91 დოლარი)
- 193. ნამიბია - ინტერნეტ-პაკეტი 383.83 დოლარი (1 MB – 17.79 დოლარი)
- 194. პაპუა-ახალი გვინეა - ინტერნეტ-პაკეტი 571.67 დოლარი (1 MB – 81.25 დოლარი)
- 195. მავრიტანია - ინტერნეტ-პაკეტი 768.16 დოლარი (1 MB – 127.15 დოლარი)
რაც შეეხება საქართველოს, Cable-ს ინფორმაციით, ინტერნეტის სიიაფის მიხედვით ქვეყანა მე-20 ადგილს იკავებს, სადაც სააგენტოს მოანცემებით, ინტერნეტი-პაკეტის ფასი 18.70$-ია, ხოლო ტარიფი 1 MB-ზე 2.06$.