3 თვეში ხელფასის სახით აღებული 25 ათას ლარზე მეტი - რა ქონებას ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის სანაცვლოდ, ხელფასის სახით 3 თვეში 25 937 ლარი მიიღო. ამის შესახებ მის მიერ, მიმდინარე წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნათია მეზვრიშვილი მანამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშულ თანამდებობაზე, 8 თვეში, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 8 სექტემბრამდე, ხელფასის სახით 56 806 ლარი აიღო.

რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უძრავ - მოძრავ ქონებას, ნათია მეზვრიშვილის სახელზე მხოლოდ ერთი სახლია რეგისტრირებული. კერძოდ, 2014 წელს, 48 000 დოლარად შეძენილი ბინა თბილისში.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:

„ტერა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 1890,16 ლარს, მიმდინარეზე - 27,08 ლარს.

ხოლო, "თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასოზე - 650,65 ლარს.

ნინი ქეთელაური