ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალი შემთხვევებიდან 17 უხანში, ერთი პეკინში და ერთიც გუანდონგში დადასტურდა. მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების მსგავსი კლების ფონზე, ჩინეთი განიხილავს მკაცრი კონტროლი დააწესოს მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამომსვლელებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ უხანში უკვე დაიკეტა 12 საავადმყოფო, რომელიც საგანგებოდ კორონავირუსის ეპიდემიისთვის ააშენეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დანარჩენი საავადმყოფოებიც მალე დაიხურება.