1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8463 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7963 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0500 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1931 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0343 ლარი შეადგინა.