პრემიერი - სრულად საგანგებო მდგომაროების დაცვას და ამ ღონისძიებების გატარებას შსს უზრუნველყოფს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დაცვასა და ღონისძიებების გატარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

“სრულად საგანგებო მდგომაროების დაცვასა და ამ ღონისძიებების გატარებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თავდაცვის სამინისტრო ჩართულია მხოლოდ იმ ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე შესაბამისი პოსტების განთავსების ნაწილში, ისევე როგორც ეს ხდება დღეს მარნეულში. თავდაცვის სამინისტროს აქვს დამატებით და საკმაოდ სერიოზული რესურსი იმისი, რომ ეს პოსტები მართოს ეფექტურად. ეს ქალაქებია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი, გორი. ამ ადმინისტრაციულ საზღვრებზე შეიქმნება პოსტები, რომლებზეც მოხდება საგანგებო მდგომარეობის კონტროლი, ასევე პირველადი თერმოკონტროლი ჩვენი მოქალაქეების”, - განაცხადა გახარიამ.