ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ხარჯებში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობაზე მსჯელობა ისევ მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ხარჯებში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობაზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მისივე თქმით, ჯერჯერობით სახელმწიფო ერთადერთი წყაროა, რომელიც კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობას ანაზღაურებს.

„ამ ეტაპისთვის სახელმწიფო სრულიად ფარავს ჩვენი ყველა კოვიდინფიცირებული მოქალაქის საჭიროებას ინფექციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ როგორც ჰოსპიტალური სექტორი, ასევე სადაზღვევო სექტორი არაერთგვაროვნად იყო საქართველოში განვითარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქის ინტერესი იყოს სრულიად დაცული. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ პაკეტების მოცულობას და პაკეტებში ჩვენი მოქალაქეების თანამონაწილეობას, რომელიც მათ გააჩნიათ. ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სახელმწიფო კვლავ რჩება ერთადერთ წყაროდ, ვინც ანაზღაურებს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან 50 ადამიანია გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანია გამოჯანმრთელებული