2020 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 7,6%-ით შემცირდა და 1,05 მლრდ კვტ.სთ შეადგინა.
ცნობისთვის, საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილია, რადგანაც ადამიანები ძირითადად სახლში ატარებენ დროს. ხოლო კომერციულ სექტორში მოხმარება პირიქით - შემცირდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ კორონავირუსის გამო საწარმოების ნაწილს მუშაობა შეჩერებული აქვს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, 2020 წლის მარტის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტი დაახლოებით 4,3%-ით გაიზარდა.
წყარო : ენერგოპლატფორმა