მხოლოდ 1 დღეში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევის გამო ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 198 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ, 14 აპრილის 21:00 საათიდან 15 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 90 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 91 მოქალაქე დააჯარიმა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 17 პირი დააჯარიმეს.

მართალია, აღნიშნულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რამდენი ფიზიკური ან იურიდიული პირი დაჯარიმდა. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯარიმის სახით, მინიმუმ 600 ათას ლარამდე გამოიწერა.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

თაია არდოტელი
IMF-ი COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად საქართველოს ბიუჯეტში  დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარს გადმორიცხავს
ვის არ შეეხება დღეიდან, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის ჩაკეტვა
„შეზღუდული სიმძლავრეებით გვიწევს მუშაობა, თუმცა ექსპორტის გეგმას ვასრულებთ“ - რა გავლენა იქონია კორონავირუსმა „შუხმან ვაინზე’’