ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან.
კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია:
ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?
არა. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.
დასაშვებია თუ არა ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?
არა. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.
დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?
არა. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.
ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?
დიახ.
ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?
დიახ.