მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე NASA, European Space Agency (ESA)-სა და Japan Aerospace Exploration Agency (JAXA) - თან ერთად, 29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალურ ჰაკათონს - NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონლაინ რეჟიმში ჩაატარებს.
პროექტი Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები კი არიან სექტორი 3 და პროდემოსი.
ვირტუალურ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად NASA იწვევს პროგრამისტებს, ენტერპრენერებს, მეცნიერებს, დიზაინერებს, ორატორებს, მშენებლებს, არტისტებსა და ტექნოლოგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან შექმნიან ვირტუალურ გუნდებს და დედამიწის დაკვირვების მონაცემების საფუძველზე შეიმუშავებენ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების (ახალი კორონა ვირუსი, მისი გავრცელება, გავლენა დედამიწაზე, ადამიანებისა და ეკონომიკური საპასუხო ქმედება ვირუსისადმი) გადაჭრის გზებს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება NASA - ს, ESA- სა და JAXA- ს მიერ მოპოვებული სატელიტური მისიებით დედამიწის დაკვირვების მონაცემები, გარდა ამისა ESA ჰაკათონის გამარჯვებულების შესარჩევად გამოყოფს დედამიწის შემსწავლელ ექსპერტებსა და ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ EuroDataCube-ს.
საქართველოში ჰაკათონი ორ ეტაპად ჩატარდება - დატათონ-ბუთქემფი და გლობალური ჰაკათონი. 29 მაისს გაიმართება ვირტუალური დატათონ- ბუთქემფი ქართველი მონაწილეებისთვის. ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები და მენტორები დაეხმარებიან მონაწილეებს გლობალური ჰაკათონისთვის მომზადებაში მონაცემების გამოყენების, სქრაფინგის, ვიზუალიზაციისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრებითა და ვორქშოფებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და მიიღონ ფულადი და სხვა სახის ჯილდო სხვადასხვა კატეგორიაში (საუკეთესო იდეა, საუკეთესო გუნდი, საუკეთესო მოქმედება და ა. შ.)
30-31 მაისს კი მონაწილეები შეუერთდებიან გლობალურ ჰაკათონს და მუშაობას გააგრძელებენ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებლებთან.
რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად მაისის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი მოცემულ ბმულზე: