საბაზო სცენარით 2020 წელს ეკონომიკა 4.5-5.5%-ით მცირდება და 2021 წელს 4-5%-ით იზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში „COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“.
ანგარიშის ავტორებს ეკონომიკის აღდგენის სამი სცენარი აქვთ განხილული - სჭრაფი აღდგენა; საბაზო; გვიანი აღდგენა.
სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა წელს მხოლოდ 3%-ით შემცირდება. საბაზო სცენარით - 4,5-5,5%-იან კლებას ვარაუდობენ, ხოლო ეკონომიკის გვიანი აღდგენის შემთხვევაში, კვლევის ავტორები ქვეყნის მშპ-ს 10%-იან ვარდნას გარდაუვლად მიიჩნევენ.