ინდოელებმა, ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ბანანისგან ბიოდეგრადირებადი ფეხსაცმლის წარმოება დაიწყეს. ტრადიციულისგან განსხვავებით, ასეთი ფეხსაცმელი მაქსიმუმ, 2 წელში იშლება. ამის შესახებ ინფორმაციას ruit-inform ავრცელებს.
ფეხსაცმლის დასამზადებლად, მწარმოებლები იყენებენ წრიული ეკონომიკის მოდელს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ბანანის მოსავლის აღება ტონობით ნარჩენებს ტოვებს. შედეგად, ღეროების 40%-ის გადაყრა ხდება. ეს მაშინ, როდესაც მისი გამოყენება სრულიად შესაძლებელია, ისე რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს.
სტარტაპი თავის ბრენდის განვითრებას შემდეგი კამპანიით უწყობს ხელს : „Revalorizatuzapato - მოიტანე შენი ძველი ფეხსაცმელი“. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მწარმოებლები მომხმარებლებს სთავაზობენ ჩააბარონ საკუთარი ძველი ფეხსაცმელი და სანაცვლოდ მიიღონ 10 ევრო ახალი ბიოდეგრადირებადი ფეხსაცმლის შესაძენად.