თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა.
მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჯამში 11 პროექტთან დაკავშირებით მიმართა. მათი უმეტესობა გამწვანებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებს ეხება, თუმცა, ჩამონათვალში რამდენიმე მსხვილი პროექტიც არის, როგორიცაა: წერეთლის, დედოფლის გამზირის რეაბილიატაცია და ა.შ.
ამ პროექტებიდან, შედარებით მსხვილი არის ბოლო ტენდერები, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაც, შესაბამისად, 34 968 999, 8 483 999 და 4 670 999 ლარი იყო. ასევე მოცულობითი იყო 1-ლი ტენდერიც, რომლის შესყიდვის ღირებულებაც 3 347 068 ლარი იყო.
კომპანიები კი, რომელთა „შავ სიაში“ რეგისტრაციასაც მერია ითხოვს, ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიებიდან ზოგიერთი რამდენიმე ტენდერში მონაწილეობდა. კერძოდ, „მწვანე სამყარო“ 4 ტენდერში, „ენსისი“ კი - სამში.