საქართველოში ავტოკატასტროფების შედეგად ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება, ათასობით კი სხეულის მძიმე/მსუბუქ დაზიანებებს იღებს.
უკანასკნელი შემთხვევა შატილის გზაზე მოხდა, სადაც ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, 3 კი მძიმე მდგომარეობაში თბილისის საუნივესიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
ავარიებში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი საკმაოდ შემაშფოთებელია. 2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა.
რაც შეეხება ბოლო 2017-2019 წლების სტატისტიკას, ასე გამოიყურება:
2017 წელი
- ავტოსაგზაო შემთხვევა - 6 079
- დაიღუპა - 517 ადამიანი
- დაშავდა - 8 461 ადამიანი
2018 წელი
- ავტოსაგზაო შემთხვევა - 6 452
- დაიღუპა - 459 ადამიანი
- დაშავდა - 9 047 ადამიანი
2019 წელი
- ავტოსაგზაო შემთხვევა - 5 839
- დაიღუპა - 481 ადამიანი
- დაშავდა - 7 921 ადამიანი
წყარო: შსს