საგურამოში იყიდება ვილა, რომლის ღირებულება 7 228 000 ლარს (2 355 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 1250 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 6000 კვ.მ. ამასთან, სახლს აქვს 10 ოთახი, აქედან 6 საძინებელი.
"გამოტანილია გასაყიდად! ექსკლუზიურად! „ემბიჯი“ ჯგუფის მიერ! ვილა საგურამოში, ელიტარულ უბანში. მახასიათებლები: 3 სართულიანი, ახალი აშენებული, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალაა გამოყენებული. სახლის საერთო ფართობი: 1250მ2. შიდა გეგმარება: დიდი მისაღები ბუხრით. დიდი სამზარეულო-სასადილო, 6 საძინებელი (თავისი 6 სველი წერტილით) საქეიფო სივრცე ბუხრით, მარანი ქართულ აგურში. დახურული აუზით, საუნითა და შხაპით. ორი დიდი ტერასა. ავტონომიური წყალი და ენერგო სისტემა. გარემონტებული სრულად. იყიდება მოწყობილი ავეჯით და ტექნიკით. აბსოლუტურად ყველა ოთახი აღჭურვილია ექსკლუზიურად შექმნილი წითელი ხის ავეჯით, ალიგატორის ტყავებში. მთელი სახლის შიდა ინტერიერში გამოყენებულია ხე, ქვა, მარმარილო. სახლის ფასადი მთლიანად მოპირკეთებულია წითელ აგურში. ეზოს საერთო ფართობი - 6000მ2. შემოღობილია აგურის გალავნით. ყველანაირი ხეხილი ეზოში. საქეიფო სივრცეებით. გამწვანება გაკეთებული. ქვაფენილი დაგებული. ხე-მცენარეებით გარემოცულია მთელი ეზოს პერიმეტრი. სათვალთვალო კამერები, სათავსო და დაცვის ოთახებით",-აღნიშნულია განცხადებაში.