იაპონური კომპანია Nintendo მისი მთავარი ფრანჩიზას სუპერ-ძმების მარიოს 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით გეგმავს მის საფლაგმანო კონსოლზე Switch-ზე გამოსცეს კლასიკური თამაშების ხაზი იტალიელ სანტექნიკოს მარიოსა და მის მეგობრებზე.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გაყიდვაში ჩაეშვება ისეთი ცნობილი თამაშები როგორიცაა Super Mario 64, Super Mario Sunshine და Super Mario Galaxy. ყველა ეს თამაში შევა ნაკრებში სახელწოდებით Super Mario 3D All-Stars, რომლის გაყიდვები 18 სექტემბერს დაიწყება. კომპანია ხაზსგასმით ამბობს, რომ ეს თამაშები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომავალი წლის 31 მარტამდე.