თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება 3-სართულიანი სახლი, რომლის ღირებულება 5 580 000 ლარს (1 792 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 1000 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1400 კვ.მ.
ამასთან, კერძო სახლს აქვს 10 ოთახი, აქედან 5 საძინებელი.
"იყიდება ან ქირავდება 3-სართულიანი კერძო 1000 კვ.მ სახლი, 1400 კვ.მ გამწვანებული ეზოთი (ნაძვებით). ავეჯითა და ტექნიკით. 10 ოთახით, 5 საძინებლი - აბაზანა-ტუალეტი, ცალკე სამზარეულო, 110 კვ.მ მისაღები და კაბინეტის ოთახი. კინოთეატრის და სატრენაჟორო 85 კვ.მ ოთახი. სასტუმრო-სასადილო 45 კვ.მ ოთახი. 2 ბუხარი. გადახურული საცურაო აუზი. ავტოფარეხი 2 ავტომობილისთვის. დიდი აივნები. ცენტრალური გათბობით",-აღნიშნულია განცხადებაში.