ბართან მომსახურება იკრძალება - რა ვალდებულებები და შეზღუდვები აქვს კვების ობიექტებს

საკორდინაციო საბჭოს მიერ 9 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი კვების ობიექტების (რესტორანი, კაფე, სასადილო, საოჯახო სამზარეულო და ა.შ.) საქმიანობა აუცილებელია განხორციელდეს, სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების სრული დაცვით.

საზოგადოებრივი კვების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

  • კვების ობიექტზე, შესასვლელში უნდა განხორციელდეს როგორც დასაქმებულთა, ასევე მომხმარებლების თერმოსკრინინგი;
  • კვების ობიექტზე მოცდის პროცესის განხორციელებისას, დახურულ სივრცეში, სავალდებულოა პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • კვების ობიექტის შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • მომხმარებლებს მომსახურება უნდა მიეწოდოთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდით (კონკრეტული მომხმარებელი მისივე მაგიდიდან აძლევს შეკვეთას);
  • ბართან მომსახურების აკრძალვის შესაბამისად სასმელის შეკვეთა მომხმარებელს შეუძლია თავისივე მაგიდიდან;
  • მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს სულ მცირე 2 მეტრიანი მანძილი;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
  • ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2,25მ2-ს;
  • მაგიდებისთვის გამოიყენეთ ერთჯერადი გადასაფარებელი;
  • სკამის საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრი;
  • დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დასაშვებია მაქსიმუმ 6 პირის განთავსება;
  • ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დასაშვებია მაქსიმუმ 12 პირის განთავსება;
  • განსაზღვრული წესების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით;
  • სალაროსთან დაამონაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
  • უზრუნველყავით ობიექტი ანტისეპტიკური საშუალებით, ერთჯერადი ხელსახოცებითა და ხელის ჰიგიენით;
  • იხელმძღვანელეთ დასუფთავებისა და დეზინფექციის წესებით.

შეზღუდულია

  • ბართან მომსახურება;
  • გასართობი დაწესებულებების, ე.წ. ღამის კლუბების საქმიანობა;
  • როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში 10-ზე მეტი პირის მონაწილეობით საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიების (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) ჩატარება

თაია არდოტელი
საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რესტორნებს 50%-ზე მეტი ისევ დახურულია - „ერთ-ერთ ობიექტში, რომელიც მაღალ სეგმენტზე მუშაობდა, ბურგერის და ხაჭაპურის გამოცხობა დაიწყეს“
რა შემთხვევაში გახდება 1-ლი ივლისიდან  ტრენინგებისა და გასართობი აქტივობების არადისტანციურად ჩატარება დასაშვები