სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7, 022 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში ჩინეთში პროდუქციის იმპორტი კი 23.2%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 209.1%-ით გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში:
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 244 455 100 დოლარი
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 24 105 700 დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 8 630 100 დოლარი
- მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 5 529 600დოლარი
- დაუმუშავებელი ალუმინი - 2 656 400 დოლარი
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 15 450 100 დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 15 120 600 დოლარი
- ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 10 331 500 დოლარი
- მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 8 682 900 დოლარი
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 7 895 300 დოლარი