აბორტი საქართველოში შესაძლოა, აიკრძალოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს.
ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის წევრს ალექსანდრე ერქვანიას ეკუთვნის.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილება უზრუნველყოფს მუცლადმყოფი ბავშვთა სოცოცხლის დაცვას მათი ჩასახვის მომენტიდან, ხელს შეუწყობს შობადობის გაზრდას, ქალთა დაცვას იმ ფიზიკური თუ ფსიქიკური გართულებებისგან, რომელიც თან სდევს აბორტის გაკეთებას, დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებას.
წარმოდგენილი კანონპროექტით ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართული ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ორსულობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში კანონპროექტით იკრძალება ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა.
პროექტის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში კი ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა იკრძალება და აღნიშნული ქმედება ხდება დასჯარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.